Accessibility links

ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა ჰერბერტ შაიბნერმა


ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა ჰერბერტ შაიბნერმა ავსტრიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნეიტრალური ქვეყანა

ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა ჰერბერტ შაიბნერმა ავსტრიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნეიტრალური ქვეყანა
არ დაუშვებს ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში ისევე, როგორც მის სახმელეთო ჯარის გადაადგილებას ავსტრიის რკინიგზის გამოყენებით, თუკი ეს გაეროს მანდატით არ მოხდება. შნაიბერმა დასძინა, რომ თავის დროზე ავსტრიამ ნება დართო გაეროს მანდატით კოსოვოსა და ბოსნიაში მიმავალ ჯარებს გამოეყენებინათ ავსტრიის ტერიტორია. თუკი გაერო ერაყზე ახალ რეზოლუციას მიიღებს, ავსტრია გააუქმებს აკრძალვას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ავსტრია "ქმნის სირთულეს", როცა კრძალავს მისი რკინიგზის გამოყენებით გერმანიიდან იტალიაში ამერიკის ჯარის ნაწილების გადაადგილებას. რამსფელდს არ დაუზუსტებია არის თუ არა ეს გადაადგილება დაკავშირებული ერაყში სამხედრო ოპერაციისთვის მზადებასთან.
XS
SM
MD
LG