Accessibility links

logo-print

ისრაელში ბელგიის ელჩმა ვილფრედ გიინსმა


ისრაელში ბელგიის ელჩმა ვილფრედ გიინსმა განაცხადა,

ისრაელში ბელგიის ელჩმა ვილფრედ გიინსმა განაცხადა,
რომ ისრაელის საზოგადოების რეაქცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პრემიერის არიელ შარონის მიმართ, მას მერე რაც ის თავის პოსტს დატოვებს, ბელგიის სასამართლოს აქვს უფლება აღძრას საქმე საომარი დანაშაულის მუხლით, იყო ისტერიული.
ისრაელმა თავისი ელჩი გაიწვია ბელგიიდან პროტესტის ნიშნად, ბელგიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის ლიდერობამ.
ბელგიის სასამართლომ საქმე გახსნა შარშან, როცა პალესტინელთა ჯგუფმა სარჩელი შეიტანა შარონის წინაღმდეგ. შარონი ისრაელის თავდაცვის მინისტრი იყო 1982 წელს, როცა პალესტინელთა ბანაკში, ლიბანში, ასობით ადამიანი იქნა დახოცილი ლიბანელების მიერ ისრაელის ჯართან კავშირში. ამ დროს ლიბანს ისრაელი აკონტროლებდა იქ შეჭრის შემდგომ.
XS
SM
MD
LG