Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ''კატასტროფულს''


სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ''კატასტროფულს'' უწოდებს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას.

სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ''კატასტროფულს'' უწოდებს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას.
ამ საკითხზე დევდარიანმა პარლამენტში "ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და მოქალაქეთა პეტიციების კომიტეტის" სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებები, სადაც პატიმრების გაჩერება არ შეიძლება. დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველის 2002 წლის პირველი ნახევრის ანგარიში განიხილებოდა, დევდარიანმა აღნიშნა ასევე, რომ ომბუდსმენის ოფისში შეტანილი განცხადებებისა და საჩივრების რიცხვი 2001 წლის მეორე ნახევრიდან 2002 წლამდე დაახლოებით 3,5-ჯერ გაიზარდა და 12 000 მიაღწია. საჩივრების უმეტესობა კი პოლიციის წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG