Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის ვარაუდით, მიმდინარე კვირის


ედუარდ შევარდნაძის ვარაუდით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დანიშნული მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან "სასწაულებრივი და სენსაციური გარღვევის" მომტანი არ იქნება,

ედუარდ შევარდნაძის ვარაუდით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დანიშნული მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან "სასწაულებრივი და სენსაციური გარღვევის" მომტანი არ იქნება,
თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ასეთი კონტაქტები სასარგებლოა. როგორც შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა, შეხვედრაზე მისთვის ძირითადი თემა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული მწვავე პრობლემატიკა იქნება. შევარდნაძის თქმით, ბოლო წლებში მისი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან კონსტრუქციულად და სწრაფად ვითარდება. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ჩამოყალიბება თანამშრომლობის გარკვეული მოდელისა, რომელიც "ყველაზე რთული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის საშუალებას იძლევა".
XS
SM
MD
LG