Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 პალესტინელი დაიღუპა და 140-ზე


11 პალესტინელი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაიჭრა ისრაელის სამხედროების მიერ წუხელ ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციისას. თვითმხილველების ცნობით,

11 პალესტინელი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაიჭრა ისრაელის სამხედროების მიერ წუხელ ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციისას. თვითმხილველების ცნობით,
ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ისრაელის ტანკიდან გასროლილმა ჭურვმა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეთა ჯგუფს მოხვდა. ისრაელის არმია ამართლებს იერიშს: ის ირწმუნება, რომ ჭურვით უნდა მოეკლათ მამაკაცი, რომელიც ჯარისკაცებს ყუმბარმტყორცნიდან უმიზნებდა. ასევე ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის დროს დააპატიმრეს ექსტრემისტულ დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დაანგრიეს ექსტრემისტების კუთვნილი სამი სახლი. დღეს "ჰამასმა" პირობა დადო, რომ შურს იძიებს ისრაელზე წუხანდელი იერიშისათვის.
XS
SM
MD
LG