Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იური ფედოტოვმა 8 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს ერაყის შესახებ გაეროსთვის უკვე წარდგენილი რეზოლუციის პროექტის შესაჩერებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იური ფედოტოვმა 8 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს ერაყის შესახებ გაეროსთვის უკვე წარდგენილი რეზოლუციის პროექტის შესაჩერებლად.
ფედოტოვს არ დაუზუსტებია, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ვეტოს უფლებას. ახალი რეზოლუციის პროექტის თანახმად ერაყს სრული განიარაღებისათვის ვადა 17 მარტამდე ეძლევა. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე სთხოვა უშიშროების საბჭოს, რომ მომავალი სამშაბათიდან ის მზად იყოს ახალ რეზოლუციაზე კენჭისყრისთვის. ამის პარალელურად ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი გაეროსგან სანქციების მოხსნას მოითხოვს იმ მოტივით, რომ მან განიარაღების თვალსაზრისით ყველა მოთხოვნა შეასრულა.ერაყში 8 მარტს "ალ-სამუდ ორი" ტიპის კიდევ 6 რაკეტა განადგურდა, რის შესახებაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინი განაგრძობს მსოფლიოს მოტყუებას. ბუშის თქმით, ამერიკის სადაზვერვო ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ერაყის ხელისუფლება რაკეტების განადგურების პარალელურად მათ წარმოებას განაგრძობს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენი აფრიკის სამ სახელმწიფოს ანგოლას, კამერუნსა და გვინეას ეწვევა. ვილპენის ვიზიტის მიზანია უშიშროების საბჭოში აფრიკის დასახელებული სამი სახელმწიფოს ხმების დაბევება შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ საბჭოზე ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის კენჭისყრაზე წარმოდგენის შემთხვევაში.
ინტენსიური მუშაობის მიუხედავად შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ვერ შეძლეს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 9-ის მიმხრობა იმისათვის, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების ლეგალური საფუძველი შექმნან.
XS
SM
MD
LG