Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე კვირაში ავღანეთში დაიწყება საველე


რამდენიმე კვირაში ავღანეთში დაიწყება საველე მეთაურების მომხრე ათასობით მებრძოლის განიარაღების პროგრამა.

რამდენიმე კვირაში ავღანეთში დაიწყება საველე მეთაურების მომხრე ათასობით მებრძოლის განიარაღების პროგრამა.
ამის შესახებ კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ქაბულში უთხრა ჟურნალისტებს. როგორც კარზაიმ აღნიშნა, 51 მილიონი დოლარი - თანხა, რომელსაც მის ქვეყანას გასულ თვეში ტოკიოში, დონორთა საერთაშორისო კონფრენეციაზე დაპირდნენ, ხელს შეუწყობს დემობილიზაციისა და მებრძოლების განიარაღების დაწყებას. კარზაის ადმინისტრაცია, რომელიც ვაშინგტონის მხარდაჭერით სარგებლობს, 2004 წლის საყოველთაო არჩევნებამდე აპირებს დემობილიზაციის დამთავრებას და განიარაღებული მებრძოლების ნაწილის ეროვნულ არმიაში, ხოლო ნაწილის სამოქალაქო სექტორში დასაქმებას. თუმცა, ავღანეთში ბევრი ეჭვობს, რომ ერთმანეთში მოქიშპე საველე მეთაურები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ადვილად დაჰყრიან იარღს.
XS
SM
MD
LG