Accessibility links

logo-print

რა ამოძრავებს მოსკოვს, როცა ერაყზე ახალი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოდის


რუსეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ერაყის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას. ის გასულ კვირას საფრანგეთისა და გერმანიის დეკლარაციას შეუერთდა, რაც შეერთებული შტატები-ბრიტანეთის

მიერ ინიცირებული ახალი რეზოლუციის კონტრ-დოკუმენტი გახლავთ.
მიუხედავად რუსეთის კატეგორიულობისა, დღეს ვერავინ ამბობს დანამდვილებით გამოიყენებს, თუ - არა რუსეთი ვეტოს უფლებას ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ ახალი რეზოლუციის კენჭისყრისას.

ჟურნალი "ტაიმი" 9 მარტის ნომერში, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინი დაპირდა ჯორჯ ბუშს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ერაყზე ახალი რეზოლუციის მიღებისას.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უშიშროების საბჭოზე ერაყის საკითხზე კენჭისყრისას რუსეთი უბრალოდ თავს შეიკავებს მასში მონაწილეობისგან.

რუსეთში გავლენიანი საგარეო და თავდაცვის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი კარაგანოვი აცხადებს:

[კარგანოვის ხმა]
"მეჩვენება, რომ რუსემა, პრინციპში, უნდა გამოიყენოს ეს კონფლიქტი - შეიძლება პირველადაც - იმისათვის, რომ დაუშვას პრეცედენტი: მისი ინტერესების პატივისცემა, ეკონომიკურის ჩათვლით. ბუნებრივია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ აღმოსავლურ ბაზარში და ჩვენ არ ვვაჭრობთ. მაგრამ თუკი ჩვენ მყარად არ განვაცხადებთ, რომ არ გვინდა კიდევ ერთხელ კოსოვოს გზით წასვლა - რაც ნიშნავს ვიღაცის ტყავის დაზოგვას ჩვენი სირცხვილის სანაცვლოდ - ვფიქრობ, ეს რუსული პოლიტიკის დიდი შეცდომა იქნება".

რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმირ ლუკინი თვლის, რომ რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს ანტი-ტერორისტული კოალიციის "არაამერიკელი" წევრების კონსოლიდაციას ვაშინგტონის შეჩერებისთვის. რა შეიცვლება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ერაყში ომის დაწყების შემთხვევაში? ვლადიმირ ლუკინი ამბობს:

[ლუკინის ხმა]
"ჩვენი პოლიტიკა მთლიანობაში სწორია. ის გულისხმობს ომის თავიდან აცილების მიზნით მუშაობას, ომი არ შედის ჩვენს ინტერესებში. მაგრამ, თუკი ის მაინც იქნება, მე პირადად დიდ კატასტროფას რუსეთისთვის ვერ ვხედავ".

მსგავსი განცხადებები ნათელყოფს, რომ რუსეთში საკმაოდ კარგად აქვთ გააზრებული ერაყში ომის დაწყების რეალურობა და არის დიდი ალბათობა, რომ მოსკოვი ბოლო, გადაწყვეტილების მიღების მომენტში დათმობს პოზიციას და სავარაუდოდ, გვერდზე გადგება.
XS
SM
MD
LG