Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით


პალესტინელთა პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით უარყვეს ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის მოთხოვნა,

პალესტინელთა პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით უარყვეს ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის მოთხოვნა,
რომ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა დასამტკიცებლად მას წარუდგინონ. ეს იყო არაფატის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი ცვლილება კანონში პრემიერ-მინისტრის შესახებ. მაგრამ არაფატის მოწინააღმდეგეებმა ვერ მოახერხეს ხმათა ორი მესამედის მოგროვება, რაც აუცილებელი იყო კანონის ამჟამინდელი რედაქციით მისაღებად. ახლა გაიმართება ახალი დებატები, რამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს პრემიერის დანიშვნის პროცესი. გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ პალესტინელთა კაბინეტის მეთაურის დანიშნვა აუცილებელი პირობაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმის წარმოსადგენად.
XS
SM
MD
LG