Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით


პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით სერბიაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა,

პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით სერბიაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა,
როგორც ჩანს, კიდევ თვენახევარს გასტანს. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ზორან ჟივკოვიჩმა, რომლის კანდიდატურა სერბიის დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე წამოაყენა. ჯინჯიჩის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში სერბიის უშიშროების ძალებმა დღეს გაჩხრიკეს ყოფილი საველე მეთაურის ჟელკო რაჟნიატოვიჩის, მეტსახელად "არკანის", სახლი. სწორედ არკანის ერთ-ერთი ხელქვეითი იყო მილორად ლუკოვიჩი - პოლიციის მაღალი თანამდებობის თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ორგანიზებაში. ჯინჯიჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 300-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG