Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიამ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის


ზურაბ ჟვანიამ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება გადაწყვეტილებაზე სახელფასო მინიმუმის 20-დან 115 ლარამდე გაზრდის შესახებ.

ზურაბ ჟვანიამ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება გადაწყვეტილებაზე სახელფასო მინიმუმის 20-დან 115 ლარამდე გაზრდის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერისა და "გაერთიანებული დემოკრატების "ლიდერის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამტკიცებს, რომ ედუარდ შევარდნაძე ვერასოდეს შეძლებს ხელფასების გაზრდას. ამასთან, ჟვანიამ ხუთშაბათს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "გაერთიანებული დემოკრატები" მხარს არ დაუჭერენ პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეტანილ კანონპროექტს ხელფასის ეტაპობრივად - 35, 60 და 100 ლარამდე გაზრდის შესახებ, ვინაიდან ის არარეალურია. ჟვანიას თქმით, "გაერთიანებული დემოკრატები" ქართველ ეკონომისტებთან ერთად შეიმუშავებენ კანონპროექტის ახალ ვარიანტს და მას დეპუტატებს წარუდგენენ.
XS
SM
MD
LG