Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირმა დღეს თავისი არსებობის


ევროპის კავშირმა დღეს თავისი არსებობის ისტორიაში პირველი სამშვიდობო ოპერაცია დაიწყო.

ევროპის კავშირმა დღეს თავისი არსებობის ისტორიაში პირველი სამშვიდობო ოპერაცია დაიწყო.
ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი 27 ქვეყნის 300-კაციანი კონტინგენტი მაკედონიაში ნატოს ჯარის შენაერთს ჩაენაცვლა. ევროკავშირის ჯარს ფრანგი გენერალი უხელმძღვანელებს. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ. რობერტსონმა ამ მოვლენას ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში "ახალი ეტაპი" უწოდა. ექსპერტთა აზრით, მართალია, ევროკავშირის კონტინგენტი დიდი არ არის, საქმეში მისი ჩართვა უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდაა ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების სამომავლო ოპერაციების გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG