Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც გაიმართა


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც გაიმართა ერაყში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც გაიმართა ერაყში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები.
სარაევოში 4 000-მდე ადამიანმა ჩაიარა ქალაქის ქუჩებში, შემდეგ აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბა და შენობას კვერცხები და წითელი საღებავი დაუშინა. საბერძნეთში კი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გაფიცვაში, ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული გაფიცვის შედეგად დაიხურა სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, სკოლები, შეფერხდა ფრენა ყველა აეროპორტში. ათენში 10 000-მდე ადამიანმა ჩაიარა აშშ-ის საელჩოსთან, თესალონიკიში დემონსტარნეტების რიცხვი 15 000-ს აღწევდა. ასევე ხუთშაბათს ესპანეთში რამდენიმე ათასმა სტუდენტმა გამართა მშვიდობიანი დემონსტრაციები მადრიდსა და სევილიაში. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში - ინდონეზიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, ტაილანდში - 10 000-ობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი ერაყში ომის გამო. მინსკში კი ამერიკის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა: ბელორუსიის წამყვანი ახალგაზრდული ორგანიზაციის, "ზუბრის" წევრები აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა და მისი 16 მონაწილე დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG