Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყის სამხრეთში


დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში შევიდნენ. ეს ბოლო ორი კვირის მანძილზე, როცა ისინი ბასრის მისადგომებთან იმყოფებოდნენ, მათი ყველაზე დიდი

დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში შევიდნენ. ეს ბოლო ორი კვირის მანძილზე, როცა ისინი ბასრის მისადგომებთან იმყოფებოდნენ, მათი ყველაზე დიდი
გარღვევაა. ბასრას კვლავ ერაყელები აკონტროლებენ. ბრიტანეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა ქრის ვერნონმა განაცხადა, რომ ბასრაში მიმდინარე ოპერაციის მიზანი ერაყის მმართველი ბაათის პარტიის შტაბბინისა და ქალაქში დარჩენილი შეიარაღებული დაჯგუფებების განადგურებაა. როგორც "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი იტყობინება, ბრიტანელები ბაღდადის დაცემას ელოდებიან, რაც ერაყელთა დემორალიზაციას გამოიწვევდა და ბასრის აღებას გააადვილებდა.
XS
SM
MD
LG