Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს სურთ, ერაყში დემოკრატიული მთავრობა იყოს, მაგრამ ეს მალე ვერ მოხერხდება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს სურთ, ერაყში დემოკრატიული მთავრობა იყოს, მაგრამ ეს მალე ვერ მოხერხდება.
ეს მან თქვა პარიზში, სადაც ერაყის მომავლის შესახებ მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დომინიკ დე ვილპენთან. [სტროს ხმა] "ჩვენ კონფლიქტის დასრულება გვსურს. გვსურს სადამ ჰუსეინის მთავრობის დამხობა. და გვსურს დავიწყოთ, და ეს უკვე ხდება კიდეც ასე, ერაყის რეაბილიტაციის, ხელახალი განვითარებისა და აღდგენის პროცესი. გვსურს ხელი შევუწყოთ წარმომადგენლობით და შემდეგ დემოკრატიული სისტემის მთავრობას ერაყის შიგნით," განაცხადა სტრომ. დე ვილპენმაც იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება. მისი თქმით, ერაყში ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
XS
SM
MD
LG