Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყის


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყის დროებითი მთავრობა, ჩანასახის ფორმით, ალბათ,

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყის დროებითი მთავრობა, ჩანასახის ფორმით, ალბათ,
რამდენიმე დღეში შეიქმნება სამხრეთ ერაყში. ჯოფ ჰუნმა რადიო BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ განიხილება ასეთი მთავრობის ადგილმდებარეობის საკითხი განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჭიროა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ჩრდილოეთ ქუვეითშია თავმყოფრილი. ხუთშაბათს უფრო ადრე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ სტროუმ გამოთქვა ვარაუდი, რომ გაიმართება ეროვნული თავყრილობა ერაყში ახალი, გარდამავალი პერიოდის მთავრობის სტრუქტურაზე მოსალაპარაკებლად. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა კოალიციის თაოსნობით გაიმართოს შეხვედრა ერაყის მომავლის საკითხზე. [ფლაიშერის ხმა] "ეს შეხვედრა ერაყელებისთვის იქნება შანსი, იმსჯელონ ხალხის მომავალზე სადამის შემდგომ ერაყში. შეხვედრას უმასპინძლებს კოალიცია. შეხვედრის მიზანი კი იქნება ის, რომ ერაყელებმა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების ჩამოყალიბება მოჰყვეს". გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს უნდა გამართოს უმაღლესი დონის შეხვედრა ერაყში შექმნილ ვითარებასა და ომის შემდგომ ერაყში გაეროს როლზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG