Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი არ იზიარებს ვაშინგტონის მტკიცებას


ლონდონი არ იზიარებს ვაშინგტონის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სირია - მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს.

ლონდონი არ იზიარებს ვაშინგტონის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სირია - მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს.
ამის შესახებ დღეს განაცხადა რადიოსადგურ BBC-ის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ. მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობა, რომ შესაძლოა სირიის ჯერი დადგეს ერაყთან ომის დამთავრების შემდეგ, და აღნიშნა, რომ ახლა მთავარია - დამასკოსთან მოლაპარაკების დაწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვირას განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, სირია ქიმიურ იარაღს ფლობს. ამასთანავე, ბუშმა და თავდაცვის მინისტრმა რამსფელდმა კვლავ დაადანაშაულეს სირია იმაში, რომ სამხედრო დახმარებას უწევდა სადამ ჰუსეინის რეჟიმს, ახლა კი თავშესაფარს აძლევს ერაყის მთავრობის გამოქცეულ წევრებს.
XS
SM
MD
LG