Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების მიერ ერაყში ომისშემდგომი


შეერთებული შტატების მიერ ერაყში ომისშემდგომი სამუშაოების ადმინისტრატორად დანიშნულმა გადამდგარმა გენერალმა ჯეი გარნერმა 21 აპრილს პირველად გააკეთა ბაღდადში არსებული

შეერთებული შტატების მიერ ერაყში ომისშემდგომი სამუშაოების ადმინისტრატორად დანიშნულმა გადამდგარმა გენერალმა ჯეი გარნერმა 21 აპრილს პირველად გააკეთა ბაღდადში არსებული
სიტუაციის შეფასება. გარნერმა გაძარცვული იარმუკის საავადმყოფო და ელექტროსადგური მოინახულა, რომლის აღსადგენადაც ამერიკელი და ერაყელი ინჟინრები უკვე მუშაობენ. გარნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი როლი ერაყში სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასა და ერაყის დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადების ხელშეწყობაა. ომისშემდგომი ერაყის ამერიკელმა ადმინისტრატორმა აგრეთვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცნობს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელმაც თავი ბაღდადის ახალ გუბერნატორად გამოაცხადა. გარნერის სიტყვებით: "შეერთებულ შტატებს არც დაუნიშნავს ვინმე და არც არავინ უცვნია". ორშაბათს ერაყში ჩავიდა პირველი დახმარება საუდის არაბეთიდან. ტვირთი საველე ჰოსპიტლის, სამედიცინო საშ ალებების, სურსათისა და წყლისგან შედგებოდა.
XS
SM
MD
LG