Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის თაობაზე


ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო პეკინში,

ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო პეკინში,
სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის, ჩრდილოეთი კორეს და ჩინეთის წარმომადგენლები. ეს იყო ამერიკელი და კორეელი ოფიციაოლური პირების პირველი შეხვედრა პირისპირ. პეკინში ამერიკის მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი, რომელმაც პირველი საუბრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. სამხრეთი კორეის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს მოლაპარაკება დიალოგის გზაზე პირველი ნაბიჯია. ტოკიოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლუკიgნოვმა თქვა, რომ ჩრდილოეთი კორეა მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევს ვაშინგტონს თავისი ბირთვული ამბიციების დათმობის მოთხოვნის შემთხვევაში. საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მიესალმა ამ დიალოგის დაწყებას.
XS
SM
MD
LG