Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივში, რკინიგზის სადგურზე თავი აიფეთქა


თელ-ავივში, რკინიგზის სადგურზე თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ. მის გარდა დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა სულ ცოტა 12 კაცი.

თელ-ავივში, რკინიგზის სადგურზე თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ. მის გარდა დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა სულ ცოტა 12 კაცი.
თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა გასამხედროებულმა დაჯგუფება "ალ-აყსას წამებულთა ბრიგადამ", რომელიც პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატის მოძრაობა "ფატაჰის" სამხედრო ფრთად არის მიჩნეული. ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ჯარები შეიჭრნენ ქალაქ რამალაჰის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელში და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ორი პალესტინელი მამამკაცი. არაფატმა დაგმო როგორც თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმა, ისე პალესტინელი მამაკაცების დახოცვა.
XS
SM
MD
LG