Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი გადააყენეს


ჩინეთში ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი გადააყენეს იმის გამო,

ჩინეთში ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი გადააყენეს იმის გამო,
რომ ვერ აღკვეთა ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის გავრცელება. ამ დაავადების მსხვერპლთა რიცხვი ჩინეთში 122-დე გაიზარდა, სამი ათასამდე სხვა - ინფიცირებულია. ჰონკონგში 116 ადამიანი გარდაიცვალა ატიპიური პნევმონიის შედეგად. სულ, ამ ეპიდემიამ 280-დე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაერთგზის გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი არ აქვეყნებს ინფორმაციას ეპიდემიის გავრცელების შესახებ. მალიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ჯანდაცვის მინისტრებმა ზომები მიიღეს ატიპიური პნევმონიის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG