Accessibility links

პარასკევს შუადღემდე თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ


პარასკევს შუადღემდე თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში სკოლის შენობის ნანგრევებიდან 117 ბავშვის გადარჩენა და 45 დაღუპულის პოვნა შეძლეს.

პარასკევს შუადღემდე თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში სკოლის შენობის ნანგრევებიდან 117 ბავშვის გადარჩენა და 45 დაღუპულის პოვნა შეძლეს.
36 ბავშვის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. 2 მაისს მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის ბინგოლის პროვინციაში უშიშროების თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. აქცია ხელისუფლების მიერ სამაშველო სამუშაოების არაეფექტიანად წარმართვის გამო გაიმართა. მომიტინგეები ადგილობრივი გუბერნატორის ოფისთან შეიკრიბნენ და გამოთქვამდნენ პროტესტს იმის გამო, რომ შენობების ნგრევას ხელი თავის დროზე მათმა უხარისხოდ აშენებამ შეუწყო. თავად ბინგოლის გუბერნატორი აცხადებს, რომ აქცია ქურთების მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოანის თქმით, ბინგოლის საპროტესტო აქციის ინსპირაცია პროვოკატორებმა მოახდინეს.
XS
SM
MD
LG