Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილით პოლიციის პოლკოვნიკმა თემურ


დღეს დილით პოლიციის პოლკოვნიკმა თემურ ჯიბლაძემ ხელბორკილით თავი მიიბა სახელმწიფო კანცელარიის ღობეზე

დღეს დილით პოლიციის პოლკოვნიკმა თემურ ჯიბლაძემ ხელბორკილით თავი მიიბა სახელმწიფო კანცელარიის ღობეზე
და სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ჯიბლაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ვიდრე მას ავთანდილ ჯორბენაძე არ მიიღებს, იგი რაიმე კომენტარისგან თავს შეიკავებს. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა დედაქალაქში არსებულმა უსამართლობამ გადააწყვეტინა. ჯიბლაძემ დასძინა, რომ თბილისი უსინდისო ჩინოვნიკების მიერ იძარცვება და იყიდება. გავრცელებული ცნობების თანახმად, თემურ ჯიბლაძის პროტესტი ვაკის პარკის თანდათანობით განადგურებას უკავშირდება. ჯიბლაძე ვაკის პარკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
XS
SM
MD
LG