Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ შეწყდა საქართველოს შრომა-გასწორების რამდენიმე


წუხელ შეწყდა საქართველოს შრომა-გასწორების რამდენიმე დაწესებულებაში მიმდინარე შიმშილობის აქცია,

წუხელ შეწყდა საქართველოს შრომა-გასწორების რამდენიმე დაწესებულებაში მიმდინარე შიმშილობის აქცია,
რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ცნობით, აქცია მას შემდეგ შეწყდა რაც გუშინ გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ და იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება მოინახულეს. ამავე ცნობის თანახმად, ამ სტუმრობის შემდეგ პატიმრებმა ირწმუნეს, რომ მათს საჩივრებს სპეციალური კომისია განიხილავს. მსჯავრდებულთა საჩივრების შემსწავლელი საგანგებო კომისია გენერალურმა პროკურატურამ 2 მაისს ჩამოაყალიბა.
გენპროკურატურის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 4200-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა, ზოგიერთი მათგანი - სოლიდარობის ნიშნით.
XS
SM
MD
LG