Accessibility links

logo-print

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "სოციალისტის" ლიდერი


პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "სოციალისტის" ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, დღეს პირველად გამოცხადდა პარლამენტში ორი დღის წინათ მომხდარი ჩხუბის შემდეგ,

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "სოციალისტის" ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, დღეს პირველად გამოცხადდა პარლამენტში ორი დღის წინათ მომხდარი ჩხუბის შემდეგ,
როცა მას თავი გაუტეხეს. რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში იგი უწინარესად იმისთვის მივიდა, რათა პარლამენტის ხელმძღვანელობას წესრიგის დასამყარებლად სათანადო ზომების გატარება მოსთხოვოს. რჩეულიშვილის აზრით, მთავარია დაპირისპირებამ ქუჩაში არ გადაინაცვლოს. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გენერალურ პროკურატურას დაავალა, პარლამენტში მომხდარი ჩხუბის საქმე უმოკლეს დროში გამოიძიოს. პრეზიდენტის თქმით, გენპროკურატურამ მას ერთ კვირაში უნდა წარუდგინოს მიმდინარე გამოძიების შედეგები, რის შემდეგაც ყველა დამნაშავე დაისჯება.
XS
SM
MD
LG