Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარ ჯანსუღ ჩარკვიანის სიძის, ბიზნესმენ


პარლამენტარ ჯანსუღ ჩარკვიანის სიძის, ბიზნესმენ ჯონი გიგანის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული საშა მაისურაძე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით მეცხრე საავადმყოფოში მოათავსეს.

პარლამენტარ ჯანსუღ ჩარკვიანის სიძის, ბიზნესმენ ჯონი გიგანის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული საშა მაისურაძე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით მეცხრე საავადმყოფოში მოათავსეს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დაზიანებები აქვს მიღებული მაისურაძეს ან რის შედეგად მიიღო ისინი. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია მეორე პირიც, რომლის ეჭვმიტანილად ცნობის თაობაზე პოლიცია ამჟამად ატარებს სამუშაოებს. ჯონი გიგანის "ჯიპის" მარკის ავტომანქანა, რომელშიც მისი მძღოლი და დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, დღეს, დილის ათ საათზე, თბილისში სპორტის სასახლესთან აფეთქდა. მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, რის შემდეგ "ჯიპი" მთლიანად დაიწვა. ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერება ავტომანქანის სალონის უკანა სავარძლის ქვეშ აფეთქდა. ჯონი გიგანი სავაჭრო კომპლექს "მორკინალის" ერთ-ერთი მეპატრონეა. შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ინციდენტი შესაძლებელია პირად მოტივებს ან გიგანის ბიზნესს უკავშირდებოდეს.
XS
SM
MD
LG