Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა


ჩეჩნეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 41, ხოლო დაშავდა ორასამდე ადამიანი.

ჩეჩნეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 41, ხოლო დაშავდა ორასამდე ადამიანი.
აფეთქება დაბა ზნამენსკოეში, ნადტერეჩნის რაიონის ადმინისტრაციის შენობაში მოხდა. მიღებული ცნობების თანახმად, თვითმკვლელმა ტერორისტებმა დანაღმული საბარგო ავტომანქანა ადმინისტრაციული კომპლექსისკენ მიმართეს და დამცველი ღობე გაანგრიეს. აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა რაიონული ადმინისტრაციისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის ადგილობრივი განყოფილების შენობები, სერიოზულად დაზიანდა ათზე მეტი შენობა, მათ შორის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. გაუკეთა რა კომენტარი ტერაქტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მას ხელს არ ააღებინებს განზრახვაზე, ჩეჩნეთის კონფლიქტი პოლიტიკური მეთოდებით მოაგვაროს. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ამ სახის ყველა ქმედება მიზნად ისახავს, ჩაშალოს ჩეჩნეთში არსებული ვითარების პოლიტიკური მოგვარების პროცესი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ და არც დავუშვებთ." ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახმად კადიროვმა აფეთქების მოწყობაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG