Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი არ აპირებს უარის თქმას


ვაშინგტონი არ აპირებს უარის თქმას გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კვირაში ერაყის მართვის დროებითი მთავრობისათვის გადაბარებას.

ვაშინგტონი არ აპირებს უარის თქმას გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კვირაში ერაყის მართვის დროებითი მთავრობისათვის გადაბარებას.
ამის შესახებ განაცხადა ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ლიდერმა, პოლ ბრემერმა. როგორც მან ამერიკულ პრესაში ბოლოხანს გამოქვეყნებული ცნობების კომენტირებისას აღნიშნა, არ ყოვნდება გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ერაყელების მიერ თვის ბოლომდე ეროვნული საკრებულოსა და დროებითი მთავრობის შექმნას. ბრემერი დღეს ჩავიდა ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში - პირველად მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში სათავეში ჩაუდგა ამერიკულ ადმინისტრაციას. ის შეხვდა მოსულის საბჭოს, რომელიც მიმდინარე თვეში შეერთებული შტატების მეთვალყურეობით შეიქმნა. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის დღევანდელი განცხადებით, ის მიისწრაფის კომპრომისისაკენ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც გააუქმებდა ერაყის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს და ვაშინგტონს უფლებას მისცემდა, ერთი წლით მაინც ითავოს ერაყის მმართველობა.
XS
SM
MD
LG