Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, ასევე ევროპის კავშირმა გამოაცხადა


რუსეთმა, ასევე ევროპის კავშირმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს პოლიტიკურად მნივშნელოვნად მიიჩნევს

რუსეთმა, ასევე ევროპის კავშირმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს პოლიტიკურად მნივშნელოვნად მიიჩნევს
და მასთან მოლაპარაკებას გააგრძელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექნადრ სალტანოვმა თქვა, რომ არაფატს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და როგორც ეს ისრაელს სურს, მისი მოშორება არ შეიძლება. სალტანოვის თქმით, არაფატი დემოკრატიულად არის არჩეული და პალესტინელი ხალხის ნებაა, ვინ მართავს მას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაპანდრეუმ - მისი ქვეყანა ევროკავშირის მორიგე ხელმძღვანელია - გუშინ თქვა, რომ რეალური პრობლემა არაფატის იზოლირება კი არ არის, არამედ სამშვიდობო, "საგზაო რუკად" წოდებული გეგმის განხორციელებაა.
გაეროს წარგზავნილმა ახლო აღმოსავლეში ტერიე როდ- ლარსენმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ცდომილების მიუხედავად, "საგზაო რუკა" საუკეთესო შანსს წარმოადგენს ისრაელსა და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარებისთვის. მისივე თქმით, ბოლო ტერაქტებს ისრაელის წინაამდეგ არ აქვს მორალური თუ პოლიტიკური საფუძველი. გაერო "საგზაო რუკის" ერთ-ერთი თანავტორიაა.
XS
SM
MD
LG