Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა პირობა დადო


გაეროს გენერალურმა მდივანმა პირობა დადო, რომ სულ მალე დანიშნავს გაეროს საგანგებო წარმომადგენელს ერაყში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პირობა დადო, რომ სულ მალე დანიშნავს გაეროს საგანგებო წარმომადგენელს ერაყში.
რეზოლუცია ითვალისწინებს ამ წარმომადგენლის მონაწილეობას ერაყის მთავრობის ჩამოყალიბების საქმეში. კოფი ანანის თქმით, რეზოლუცია საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევს სამართლებრივ საფუძველს ერაყში სამუშაოდ. მანვე აღნიშნა ის გარემოება, რომ რეზოლუცია არის კომპრომისი გაეროს უშიშროების წევრებს შორის, რომლებშიც ერაყის ომმა მწვავე უთანხმოება გამოიწვია. კოფი ანანის სიტყვებით: [კოფი ანანის ხმა] "ეს რეზოლუცია არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისის დროს, არავის ერგება ზუსტად ის, რაც უნდოდა. ჩვენ კომპრომისული შედეგი გვაქვს და მას უნდა შევურიგდეთ". გაეროს რეზოლუციას მიესალმნენ საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია - ომის მთავარი მოწინააღმდეგე სამი ქვეყანა. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის თქმით, საფრანგეთის დასტური რეზოლუციაზე არის დადებითი ნაბიჯი ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობის გამოსწორების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG