Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამეთაურო ცენტრმა გამოაცხადა, რომ


აშშ-ის სამეთაურო ცენტრმა გამოაცხადა, რომ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 7 დაიჭრა დღეს ქალაქ ფალუჯასთან შეტაკების დროს.

აშშ-ის სამეთაურო ცენტრმა გამოაცხადა, რომ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 7 დაიჭრა დღეს ქალაქ ფალუჯასთან შეტაკების დროს.
აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელმა კაპიტანმა დევიდ კონელიმ თქვა, რომ მტრის გაურკვეველი სიდიდის რაზმმა თავდასხმა მოაწყო აშშ-ის არმიის წარმომადგენლებზე და დაუშინა რაკეტები და მცირეიარაღიდან ცეცხლი. კაპიტნის თანახმად, ამაერიკელებმა ცეცხლს უპასუხეს და ორი თავდამსხმელი მოკლეს, ექვსი დაიჭირეს. ორ სხვადასხვა ინციდენტის დროს გუშინ ერაყში ორი აშშ-ის ჯარშისკაცი მოკლეს და ოთხი დაჭრეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა თქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ერაყს დემოკრატიის თავისი მოდელი მოახვიოს თავს, ერაყელებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორ ააშენონ თავისუფალი სახელმწიფო, რომელმაც მათი კულტურა და ტრადიციები უნდა ასახოს. რამსფელდმა თქვა აგრეთვე, რომ ერაყში დასაქმების საშუალებას ის ფირმები მიიღებენ, რომლებიც სამხედრო ოპერაციას ეხმარებოდნენ.
XS
SM
MD
LG