Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე აბდულამ ისრაელსა და


იორდანიის მეფე აბდულამ ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა განუხრელად შეასრულონ "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი

იორდანიის მეფე აბდულამ ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა განუხრელად შეასრულონ "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი
სამშვიდობო გეგმის პირობები. აბდულამ, შეერთებული შტატების წარგზავნილ უილიამ ბერნსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა ეს შაბათს ამანში. მეფე აბდულა 4 ივნისს უმასპინძლებს უმაღლესი დონის შეხვედრას იორდანიის საკურორტო ქალაქ აქაბაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, აგრეთვე ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრები: არიელ შარონი და მაჰმუდ აბასი დაესწრებიან. ერთი დღით ადრე, ჯორჯ ბუში არაბ ლიდერებს შეხვდება ქაიროში. "საგზაო რუკა", რომელიც შეერთებული შტატების, გაეროს, ევროკავშირისა და რუსეთის მიერ იქნა ერთობლივად შემუშავებული, ახლო აღმოსავლეთში ყოველგვარი ძალადობის შეწყვეტას, აგრეთვე 2005 წლისთვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG