Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი კრიტიკულად


პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი კრიტიკულად აფასებს იორდანიაში გამართულ სამიტს, რომელზეც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს.

პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი კრიტიკულად აფასებს იორდანიაში გამართულ სამიტს, რომელზეც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს.
არაფატის სიტყვებით: [არაფატის ხმა] "საუბედუროდ, არიელ შარონს რეალური ჯერ არაფერი შემოუთავაზებია. რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეების ფურგონების გადატანას ერთი ადგილიდან მეორეზე და გამოცხადებას "დასახლება გავაუქმეო". ეს რას ნიშნავს?" შარონი და პალესტინელების პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი იორდანიაში გუშინ შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტს და მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს სამშვიდობო ძალისმხევას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული გეგმის, ანუ საგზაო რუკის მიხედვით. აბასმა პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხების შეწყვეტისაკენ მოუწოდა, ხოლო შარონმა პირობა დადო, რომ გააუქმებს ებარელების უკანონო დასახლებებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და მხარს დაუჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობას. მაგრამ არაფატის შეფასებით, რომელიც მან დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გამოთქვა, არიელ შარონი არ წასულა საგულისხმო დათმობებზე.
XS
SM
MD
LG