Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში კატარში მყოფი ამერიკელი


ჯორჯ ბუში კატარში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე გამოვიდა და მათ მადლობა გადაუხადა ერაყის ომში შესრულებული როლისათვის.

ჯორჯ ბუში კატარში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე გამოვიდა და მათ მადლობა გადაუხადა ერაყის ომში შესრულებული როლისათვის.
როგორც მან ას საილიას ბანაკში განაცხადეს, ჯარისკაცებმა შეასრულეს თავიანთი მისია: აღკვეთეს დიდი საფრთხე და გაათავისუფლეს დაჩაგრული ხალხი. ის მასობრივი განადგურების იარაღის საკითხსაც შეეხო: [ჯორჯ ბუშის ხმა] "სადამ ჰუსეინი ათწლეულების მანძილზე მალავდა მასობრივი განადგურების იარაღს. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ამ იარაღს განიარაღების ექსპერტები დაეძებდნენ. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ სადამ ჰუსეინს დიდი ქვეყანა ჰქონდა იარაღის დასამალად. ჩვენ მას დავეძებთ და სიმართლეს შევიტყობთ. ერთი რამ ცხადია: ვერც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია ვერ მოიპოვებს მასობრივი განადგურების იარაღს ერაყის რეჟიმისაგან იმის გამო, რომ ერაყის რეჟიმი აღარ არსებობს". ჯორჯ ბუში კატარში ჩავიდა იორდანიიდან, სადაც გუშინ გაიმართა სამშვიდობო სამიტი ისრაელისა და პალესტინელების პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით. მანამდე ჯორჯ ბუში პოლონეთს, რუსეთს, საფრანგეთსა და ეგვიპტეს ეწვია.
XS
SM
MD
LG