Accessibility links

logo-print

ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის სამხედროებმა


ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის სამხედროებმა დღეს პაკისტანის მოსაზღვრე ფაქთიქის პროვინციაში სამსაათიანი ბრძოლის დროს მოკლეს ოთხი პირი,

ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის სამხედროებმა დღეს პაკისტანის მოსაზღვრე ფაქთიქის პროვინციაში სამსაათიანი ბრძოლის დროს მოკლეს ოთხი პირი,
რომლებიც თავს დაესხნენ სამხედრო პატრულს აშშ-ის არმიის ბაზის მახლობლად. სამხედროთა მხრივ დანაკლისი არ არის. გუშინ იმავე რაიონში სროლა აუტეხეს ავღანელების საგუშაგოს. აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა როდნი დევისმა განაცხადა, რომ კოალიციური ჯარი ავღანეთში არ ანელებს თალიბებისა და ალ ყაიდელების ძებნას, მათი, ვინც ქაბულში გერმანელთა სამშვიდობო ჯარზე მოაწყო თავდასხმა გასულ კვირას. ამ თავდასხმას 4 გერმანელი სამხედრო შეეწირა.
XS
SM
MD
LG