Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს დასავლეთ ერაყში ჩამოაგდეს ამერიკელთა აპაჩის ტიპის ვერტმფრენი. ორკაციანმა ეკიპაჟმა შეძლო უვნებლად გამოსულიყო

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს დასავლეთ ერაყში ჩამოაგდეს ამერიკელთა აპაჩის ტიპის ვერტმფრენი. ორკაციანმა ეკიპაჟმა შეძლო უვნებლად გამოსულიყო
ვერტმფრენიდან. ამერიკელმა სამხედროებმა შეძლეს თავიანთი თანამებრძოლების პოვნა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმავე დღეს, უფრო ადრე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დაბომბეს ბაღდადიდან 150 კილომეტრში მდებარე, როგორც თავად მიიჩნევენ, "ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი". არ არის დაზუსტებული ამ ოპერაციასთან არის თუ არა დაკავშირებული აპაჩის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდება. ხუთშაბათსვე გავრცელდა აგრეთვე ცნობა, რომ ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით კატასტროფა განიცადა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა. ამ შემთხვევაშიც, პილოტი გადარა, მან დროულად შეძლო კატაპულტირება.
XS
SM
MD
LG