Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

250-ზე მეტმა ირანელმა მწერალმა და


250-ზე მეტმა ირანელმა მწერალმა და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგმა მოუწოდა ირანის უზენაეს ლიდერს,

250-ზე მეტმა ირანელმა მწერალმა და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგმა მოუწოდა ირანის უზენაეს ლიდერს,
აიათოლა ალი ხამენეის, უარი თქვას პრინციპზე, თითქოს იგი დედამიწაზე ღვთის წარგზავნილი იყოს და აღიაროს, რომ იგი ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. დღეს გამოქვეყნებულ წერილში ირანელი ინტელექტუალები მხარს უჭერენ ლიბერალი პარლამენტარების მიერ გასულ თვეში გამოთქმულ მოწოდებას დემოკრატიული რეფორმებისკენ. წერილის გამოქვეყნება მოჰყვა თეირანსა და რამდენიმე სხვა ქალაქში, ამ ერთი კვირის წინათ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ირანის მთავრობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები შეერთებული შტატების ინსპირირებულია.
XS
SM
MD
LG