Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, ბოლო


ირანის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, ბოლო ხანს გამართული ანტისამთავრობო მანიფესტაციების დროს 470 ადამიანი დააკავეს.

ირანის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, ბოლო ხანს გამართული ანტისამთავრობო მანიფესტაციების დროს 470 ადამიანი დააკავეს.
მასობრივი დემონსტრაციების მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რელიგიური კონსერვატორების მოძალების წინააღმდეგ და გადადგომას მოითხოვდნენ პრეზიდენტ მოჰამად ხათამისგან, რომელმაც, მათი აზრით, ვერ განახორციელა დაპირებული რეფორმები. დღეს ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მომავალ თვეში, როცა ერთ-ერთ საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელზე მომხდარი თავდასხმის მეოთხე წლისთავი აღინიშნება, აიკრძალება დემონსტრაციები და ყოველგვარი მასობრივი თავშეყრა. თუმცა, როგორც მთავრობის პრესმდივანმა აბდოლა რამაზანზადემ განმარტა, უნივერსიტეტებს უფლება ენიჭებათ, თვითონ გადაწყვიტონ, საკუთარ ტერიტორიებზე დართონ თუ არა სტუდენტებს აქციების გამართვის ნება.
XS
SM
MD
LG