Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა "არ-ნამისის" პარტიამ


ყირგიზეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა "არ-ნამისის" პარტიამ თავის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია პატიმრობაში მყოფი ფელიქს ყულოვი.

ყირგიზეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა "არ-ნამისის" პარტიამ თავის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია პატიმრობაში მყოფი ფელიქს ყულოვი.
პარტიის ხელმძღვანელობამ ახლახან დაუფარავად გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ასკარ აყაევის მიმართ ოპოზიციაში იმყოფება. თავის დროზე ყულოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ეროვნული უშიშროების მინისტრად მუშაობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მოგვიანებით იგი გაამართლეს, მაგრამ საქმის ხელახალი გადასინჯვის შემდეგ ისევ ციხეში ჩასვეს; თანაც უწინდელ სასჯელს კიდევ სამი წელი დაუმატეს.
XS
SM
MD
LG