Accessibility links

logo-print

აშშ-ის ერაყში განთავსებულმა ძალებმა დაიწყეს


აშშ-ის ერაყში განთავსებულმა ძალებმა დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია,

აშშ-ის ერაყში განთავსებულმა ძალებმა დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია,
რომლის მიზანია წინააღმდეგობის კერების ჩაქრობა და სადამ ჰუსეინის დამხობილი რეჟიმის მაღალი რანგის წარმომადგენელთა დატყვევება. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს მოჰყავს აშშ-ის არმიის ვიცე-პოლკოვნიკის მარკ იანგის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ოპერაცია ცენტრალური ერაყის დიდ ტერიტორიაზე ხორციელდება და მიზნად ისახავს, დაძლიოს "ორგანიზებული წინააღმდეგობა". მიღებული ცნობების თანახმად, ოპერაციის ფარგლებში დააკავეს 60-მდე ადამიანი, ამოღებულ იქნა იარაღი. დღეს ბაღდადში ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და აშშ-ის სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა ამერიკელთა ბადრაგზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად. დღესვე, კოალიციის ეგიდით მოქმედი, ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლ ბრემერი ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერს შეხვდა და მასთან ერთად ერაყის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
XS
SM
MD
LG