Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ საფრანგეთში დააპატიმრა კორსიკელ ნაციონალისტთა


პოლიციამ საფრანგეთში დააპატიმრა კორსიკელ ნაციონალისტთა ერთ-ერთი ლიდერი ივან კოლონა,

პოლიციამ საფრანგეთში დააპატიმრა კორსიკელ ნაციონალისტთა ერთ-ერთი ლიდერი ივან კოლონა,
რომელსაც 1998 წელს კორსიკის პრეფექტის მკვლელობაში ედება ბრალი. დღეს კოლონა პარიზის ციხეში მოათავეს, სადაც ტერორიზმთან საბრძოლველად შერჩეული მოსამართლის წინაშე წარსდგება. ივან კოლონა ხუთი წელი ემალებოდა მართლმსაჯულებას და პარასკევს ღამით იქნა დაპატიმრებული საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს. პარიზში, კოლონას 8 თანამებრძოლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვირას კორსიკაში რეფერენდუმი მოეწყობა ამ კუნძულისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭების საკითხზე.
XS
SM
MD
LG