Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კვლავინდებურად


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ სადამ ჰუსეინი ბირთვული პროგრამის განხორციელებას ცდილობდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ სადამ ჰუსეინი ბირთვული პროგრამის განხორციელებას ცდილობდა
- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა. ფლაიშერის ცნობით, ბუში სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ერაყის ომის დაწყებამდე წარმოთქმული სიტყვა შეიცავდა შეუმოწმებელ ინფორმაციას ბაღდადის ცდაზე, ნიგერში ურანი შეეძინა. თეთრი სახლის წარმომადგენლის აზრით, ჟურნალისტები ამ საკითხს მეტისმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ. შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში არ ცხრება სკანდალი, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნების ხელისუფალთა მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს მათ - ერაყში ომის გასამართლებლად -სადამ ჰუსეინის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხე გააზვიადეს.
XS
SM
MD
LG