Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიციამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა


ბრიტანეთის პოლიციამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, დევიდ კელის გარდაცვალების ფაქტი.

ბრიტანეთის პოლიციამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, დევიდ კელის გარდაცვალების ფაქტი.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, 59-წლის კელიმ ვენები გაიაიჭრა ხელზე და სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა. ხუთშაბათს დაკარგული კელის გვამი პარასკევს ნახეს ტყეში, მისი სახლიდან 8 კილომეტრის მოშორებით. გვამის გვერდით დანა და ტკივილის გამაყუჩებელი საშუალება ნახეს. [ბრიტანელი პოლიციელის ხმა]: "გვამის გაკვეთამ ცხადყო, რომ სიკვდილი, კელის მარცხენა მაჯის ჭრილობიდან სისხლის დაკარგვამ გამოიწვია. ჭრილობა ბასრი საგნითაა გამოწვეული. ჩვენ, შემთხვევის ადგილზე დანა და კოპროქსამონის გახსნილი ყუთი ვნახეთ" - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ამ ტრაგედიის დამოუკიდებელი გამოძიების განკარგულებას გასცემს. დევიდ კელი ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ სწორედ მან გადასცა ბიბისის კორესპონდენტს ცნობა იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის მთავრობამ თითქოს განზრახ დაამახინჯა ინფორმაცია ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. კელიმ, ბიბისის კორესპონდენტთან შეხვედრის ფაქტი აღიარა მხოლოდ.
XS
SM
MD
LG