Accessibility links

logo-print

თურქეთში აზერაბიჯანის ელჩმა უარყო ინფორმაცია


თურქეთში აზერაბიჯანის ელჩმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ჰეიდარ ალიევი სიკვდილის პირას იყოს.

თურქეთში აზერაბიჯანის ელჩმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ჰეიდარ ალიევი სიკვდილის პირას იყოს.
ამ საკითხზე ელჩმა მამედ ალიევმა დღეს ანკარაში გამართა პრეს-კონფერენცია, რომლის მიზეზი გახდა მითქმა-მოთქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე. 80 წლის ჰეიდარ ალიევი 8 ივლისიდან თურქეთში, გულჰანის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას დიდი ხანია გული აწუხებს. თურქეთში აზერბაიჯანის ელჩის დღევანდელი განცხადებით, ალიევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის არ არის მოთავსებული სარეანიმაციო განყოფილებაში და უთუოდ დაბრუნდება სამშობლოში.
XS
SM
MD
LG