Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის მთავრობა გამორიცხავს ყოველგვარ დისკუსიას


სერბიის მთავრობა გამორიცხავს ყოველგვარ დისკუსიას კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ და მიუთითებს სეპარატიზმის საფრთხეზე ეთნიკურ ალბანელებში.

სერბიის მთავრობა გამორიცხავს ყოველგვარ დისკუსიას კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ და მიუთითებს სეპარატიზმის საფრთხეზე ეთნიკურ ალბანელებში.
სერბიის ვიცე-პრემიერმა ნებოიშა ჩოვიჩმა, რომელიც პასუხს აგებს კოსოვოში ბელგრადის პოლიტიკაზე, გამოუშვა განცხადება, რომელშიც მიუღებლად მოიხსენიებს "სერბიის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას". ხოლო კოსოვოში გაეროს მისიის განცხადებით (ამ წარმომადგენლობას ევალება კოსოვოს მართვა იქ 1999 წელს ნატოს სამხედრო-საჰაერო ოპერაციის შემდეგ), კოსოვოს პოლიტიკური სტატუსი ჯერ გაურკვეველია და მის შესახებ გადაწყვეტილებას სათანადო დროს მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭო. ხუთშაბათს კოსოვოდან გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციით, სერბიის ამ პროვინციიდან ბოლო რუსი მშვიდობისდამცველები გაემგზავრნენ. შედეგად, დამთავრდა რუსეთის სამშვიდობო მისია კოსოვოში.
XS
SM
MD
LG