Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ საქართველო და მისი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი კვლავ გაურკვეველ ვითარებაში რჩებიან კონფლიქტის პოლიტიკური

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ საქართველო და მისი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი კვლავ გაურკვეველ ვითარებაში რჩებიან კონფლიქტის პოლიტიკური
მოგვარების თვალსაზრისით. კოფი ანანმა პარასკევს მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, განსაკუთრებით კი აფხაზ ლიდერებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და მომავალ მოლაპარაკებათა ბაზად მიიღონ გაეროს მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. გაეროს წარმომადგენელმა ფრედ ეკხარდმა გენერალური მდივნის პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტზე ასე განმარტა: [ეკხარდის ხმა] "ანანი სინანულით აღნიშნავს, რომ მთავარი პოლიტიკური საკითხის - საქართველოს შემადგენლობაში აფზახეთის მომავალი სტატუსის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ის მოუწოდებს მხარეებს, განსაკუთრებით კი აფხაზეთის მხარეს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და მთელი ძალისხმევა კონფლიქტის პოლიტიკური ასპექტების მოგვარებისკენ მიმართონ", - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა. კოფი ანანმა დადებითად შეაფასა ის, რომ კონფლიქტის მხარეებმა მიიღეს გაეროს რეკომენდაცია გალის რეგიონში 20 პოლიციელის შეყვანის შესახებ. კოფი ანანის კომენტარი მოყვა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის შესახებ ანგარიშის გაგზავნას. როგორც მოსალოდნელია, მომავალ კვირაში უშიშროების საბჭო საქართველოში გაეროს მისიის მანდატს კიდევ ნახევარი წლით გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG