Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმა ისრაელის გეგმას, ციხეებიდან


აშშ მიესალმა ისრაელის გეგმას, ციხეებიდან გაათავისუფლოს 540 პალესტინელი პატიმარი,

აშშ მიესალმა ისრაელის გეგმას, ციხეებიდან გაათავისუფლოს 540 პალესტინელი პატიმარი,
როგორც კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბების ღონისძიებას. თეთრი სახლის პრესმდივნის სკოტ მაკკლელანის თქმით, ისრაელის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ისრაელსა და პალესტინელთა თვითმმართველობას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და დააჩქარებს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებას. დღეს ისრაელმა ჯარისკაცებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ხუთი უცხოელი, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ. ეს აქცია მიმართული იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელისა და პალესტინელთა ტერიტორიებს შორის, გამყოფი კედლის მშენებლობის წინააღმდეგ. ისრაელის აზრით, ეს კედელი ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევაში ხელს შეუშლის პალესტინელ ექსტრემიტებს. დემონსტრანტების დასაშლელად ისრაელმა ჯარისკაცებმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. დღესვე, ჩრდილოეთ ისრაელში იპოვეს ერთი კვირის წინათ დაკარგული ისრაელი ჯარისკაცის გვამი.
XS
SM
MD
LG