Accessibility links

logo-print

დროებითმა მმართველმა საბჭომ ერაყში ცხრაწევრიანი


დროებითმა მმართველმა საბჭომ ერაყში ცხრაწევრიანი ხელმძღვანელი ორგანო - მორიგეობითი პრეზიდიუმი აირჩია.

დროებითმა მმართველმა საბჭომ ერაყში ცხრაწევრიანი ხელმძღვანელი ორგანო - მორიგეობითი პრეზიდიუმი აირჩია.
როგორც ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჰოშიარ ზებარიმ განაცხადა, პრეზიდიუმში 5 შიიტი მაჰმადიანი, ორი სუნიტი და ქურთი მოსახლეობის 2 წარმომადგენელი შედის. პრეზიდიუმის როტაციის პრინციპი ხვალინდელ სხდომაზე უნდა დაადგინოს მმართველმა საბჭომ. ამასობაში, ამერიკელი სამხედროები განაგრძობენ ერაყში დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ძებნას. სადამის მშობლიურ ქალაქ თიქრითში სამშაბათს განხორციელებული რეიდის დროს რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის ერაყელი დიქტატორის ყოფილი პირადი მცველი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG