Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი კვლავაც დაჟინებით აცხადებს, რომ


ირანი კვლავაც დაჟინებით აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება

ირანი კვლავაც დაჟინებით აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება
და რომ თეირანს ამ სფეროში არანაირი დახმარება არ მიუღია სხვა ქვეყნებისაგან. გუშინ გაზეთმა "ლოს ანჯელეს ტაიმსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი სულ მალე ბირთვულ ყუმბარას დაეუფლება. გაზეთის თანახმად, ამ საქმეში ირანს, ჩინელი, პაკისტანელი, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი მეცნიერები დაეხმარნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, "ლოს ანჯელეს ტაიმსში" გამოქვეყნებულ ცნობას დღეს "უპასუხისმგებლო სიცრუე" უწოდა.
XS
SM
MD
LG