Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი


თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი,

თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი,
პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეასრულებს დაპირებას და დაეხმარება ერაყს დემოკრატიისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყანა გახდეს რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისთვის. ბუშმა თქვა, რომ ერაყში ხდება ვითარების სტაბილიზაცია, რაც სახელდობრ იმითაა განპირობებული, რომ 25 ათასზე მეტი ადგილობრივი პოლიციელი წესრიგს იცავს ბაღდადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში. ბაღდადსა და ქირქუქში შაბათს განხორციელებული თავდასხმების შედეგად 4 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. არაბული ტელეარხის "ალ-არაბისათვის" მიცემულ ინტერვიუში, ერაყის ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლებმა აიღეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე უკანასკნელ თავდასხმათა პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG